← ყველა ვაკანსია

წარმოების მენეჯერი

GNG Company · თბილისი

GNG Company აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების მენეჯერი თუ გაქვთ საწარმოო პროცესებისა და გუნდის მართვის გამოცდილება, შეგიძლიათ სამუშაოს ორგანიზება და ტექნიკური საკითხების ოპერატიულად მოგვარება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. თქვენი ძირითადი ამოცანები იქნება: ყოველდღიური საწარმოო საქმიანობის დაგეგმვა და გუნდის მუშაობის ორგანიზება;სამუშაო დატვირთვისა და რესურსების განაწილება მიმდინარე პროექტების საჭიროებების მიხედვით;შეკვეთების შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;წარმოების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;დანადგარების გამართული მუშაობისა და წარმოების უწყვეტობის უზრუნველყოფა;მასალების რაციონალური გამოყენებისა და რესურსების ხარჯვის კონტროლი;სხვა დეპარტამენტებთან შეთანხმებული მუშაობა პროექტების დროულად დასასრულებლად;სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა. ამ პოზიციაზე წარმატებისთვის მნიშვნელოვანია: წარმოების მართვის, ტექნიკური მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით 3–5 წლიანი გამოცდილება;გუნდის ხელმძღვანელობისა და საწარმოო სამუშაოების ორგანიზების პრაქტიკული ცოდნა;დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და გუნდის მოტივირების უნარი;ტექნიკურ საკითხებზე სწრაფი რეაგირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;სარეკლამო წარმოებაში, პოლიგრაფიაში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;B კატეგორიის მართვის მოწმობა;Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა. ჩვენთან დაგხვდებათ: სტაბილური სამუშაო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა;მენეჯერული პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;მრავალფეროვანი პროექტები და სამუშაო ამოცანები;ჯანმრთელობის დაზღვევა;თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებული კონკურენტული ანაზღაურება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: gng_company@yahoo.com

განაცხადის გაგზავნა →