პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი
ელთიბი · თბილისი
კომპანია „ელთიბი'' აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი.
თუ ავეჯის წარმოებაში წლები დაგიგროვდა, ახლა დროა, გამოცდილებაც დააფასო.
შენ უკვე იცი, როგორ იქმნება ავეჯი. ჩვენთან გაიგებ კიდევ უფრო მეტს — მასალებზე, ფურნიტურაზე, ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ბრენდებზე.
ისწავლი. გამოცდი. შეადარებ და მერე შენს ცოდნას სხვებს გაუზიარებ — გუნდს, მომხმარებლებსა და დამწყებ სპეციალისტებს.
რას გააკეთებ:
ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების ტექნიკური შესწავლა და ტესტირებაგუნდის, კლიენტებისა და დამწყები სპეციალისტების ტრენინგი და ვორქშოფების ჩატარებაუცხოელ მომწოდებლებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაციაახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის სისტემატიზაცია და გუნდისთვის გაზიარებასუფთა, საოფისე გარემო. შენი გამოცდილება კი — მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი.
აუცილებელია:
ავეჯის წარმოებაში პრაქტიკული გამოცდილებატექნიკური აზროვნებაინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა (B2 დონე)
ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები)
გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@ltb.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ: ტექნოლოგიების ტრენერი