← ყველა ვაკანსია

მძღოლ / მომმარაგებელი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+ · თბილისი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-მომმარაგებლის პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/ სამუშაო ადგილი: ცვალებადი (ობიექტის შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ ანაზღაურება: 1800 ლარი ძირითადი მოვალეობები: წინასწარ განსაზღვრული დღის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოძრაობა;გადასაზიდი საქონლის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით და სამონტაჟო ჯგუფთან ჩაბარება;მანქანის ძარზე საქონლის დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება (მაქს. დასაშვები წონა 30კგ);მსუბუქი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან.ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე, საგზაო წესების დაცვა.შეძენილი საქონლის ზედნადებების კონტროლი და მათი დროული მიწოდება ადმინისტრატორთან;დღის ბოლოს, შესაბამის პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა შესრულებული რეისების, მიწოდებებისა და პრობლემური შემთხვევების შესახებ.უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;მართვის მოწმობა B1 კატეგორია უნარ-ჩვევები: დროის სწორი მართვის უნარი;პრობლემის გადაჭრის უნარი;ორგანიზების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი; გისურვებთ წარმატებას! თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/AOIQF

განაცხადის გაგზავნა →