შემომყვანი ექსკურსიებისა და ტრანსპორტის მენეჯერი
თრეველ ვაიბს · თბილისი
ტურისტული კომპანია Travel Vibes ეძებს შემომყვანი ექსკურსიებისა და ტრანსპორტის მენეჯერს, სრული განაკვეთით.
თუ გიყვართ ტურიზმი, ორგანიზება და ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
საქართველოში ტრანსპორტის მომწოდებლებთან, გიდებთან, მუზეუმებთან და რესტორნებთან კომუნიკაცია;ტურებისთვის შესაბამისი სერვისების დაგეგმვა, დაჯავშნა და კოორდინაცია;ტურის საოპერაციო დეტალების მართვა და მომსახურების დროული შესრულების კონტროლი;მომწოდებლებისთვის მარშრუტების, განრიგისა და სტუმრების მოთხოვნების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;ჯავშნებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;ტურის მიმდინარეობისას ცვლილებებზე რეაგირება და მიმდინარე საკითხების მოგვარება;კომპანიის სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
სასურველი გამოცდილება და უნარები:
ტურიზმის სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;საქართველოს ტურისტული მიმართულებებისა და მარშრუტების ცოდნა;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: excursions@travelvibes.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: „ექსკურსიებისა და ტრანსპორტის მენეჯერი“