← ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო მიმართულებით

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია · თბილისი

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სექტორში (ფინანსები, ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები, წარმოება და სხვ.);სრულფასოვანი B2B გაყიდვების ციკლის წარმართვა: საჭიროებების ანალიზი; შეთავაზების მომზადება; პრეზენტაცია; მოლაპარაკება; კონტრაქტის გაფორმება;არსებული კორპორატიული პორტფელის მართვა და გაყიდვების ზრდა (Upsell / Cross-sell);ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკების მუდმივი გაუმჯობესება;არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;მუშაობა შიდა გუნდებთან შეთანხმებული შეთავაზების უზრუნველსაყოფად;პეროდული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან. რას ვითხოვთ: მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში სამედიცინო მიმართულებით, აუცილებელია – დაზღვევის სექტორში;უმაღლეს განათლებას ბიზნესის, მენეჯმენტის ან ფინანსების სფეროში;სასურველ სიღრმისეულ ცოდნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ან ქონების, ავტო დაზღვევების მიმართულებით;გაყიდვების ტარგეტების შესრულების უნარს;CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, Zoho, ან სხვა);მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებულ უნარებს;ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილად ფლობას.B2B გაყიდვების სტრატეგიების და Upselling და Cross-selling ტექნიკების ცოდნას;დეტალებზე ორიენტაციას;დროის ეფექტურ მართვას;ემოციურ ინტელექტს;გუნდური მუშაობის უნარს. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ შედეგზე მიბმულ ბონუსს;ჯანმრთელობის დაზღვევას;ულიმიტო სასაუბრო დროს;გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/F2vBv გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →