პადელის მენეჯერი
პადელის კლუბი დინამო თბილისი · თბილისი
„პადელის კლუბი დინამო თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას პადელის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და ორგანიზებულ კანდიდატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბის სტუმრებისთვის კომფორტული და მეგობრული გარემოს შექმნას.
ძირითადი მოვალეობები:
პადელის ჩოგნებისა და ინვენტარის გაცემა, აღრიცხვა და მკაცრი კონტროლი.სალარო ოპერაციების წარმოება და მომხმარებლებთან ანგარიშსწორება.საჭიროების შემთხვევაში, ბარში მარტივი სმუზებისა და გამაგრილებელი სასმელების მომზადება/გატანა.კლუბში მოსული სტუმრების მიღება, ინფორმირება და მაღალი სტანდარტით მომსახურება.სამუშაო სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს სფეროში (მომსახურება, ადმინისტრირება, ბარი/სალარო) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.სავალდებულოა კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი და თავაზიანი მიმართვა სტუმრებისადმი.ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძონა და დროის მართვის უნარი.საოფისე კომპიუტერული პროგრამების და სალარო აპარატთან მუშაობის ზოგადი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს პრესტიჟულ სპორტულ კლუბში.გრაფიკზე შეთანხმების შესაძლებლობას, ცვლების მიხედვით (I ცვლა: 08:00 – 17:00 II ცვლა: 17:00 – 01:00).მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: padeldinamo@gmail.com