← ყველა ვაკანსია

ღვინის ტექნოლოგის დამხმარე ყვარელში

ასკანელი · ყვარელი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ღვინის ტექნოლოგის დამხმარეს პოზიციაზე ყვარელში. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.ge www.facebook.com/Askaneli1880 www.facebook.com/Askaneli-Garden საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება მეღვინეობა-მევენახეობის ან აგრონომიის მიმართულებით. სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ღვინის დამზადება-დაყენებასა და დამუშავების ტექნოლოგიის პროცესში ჩართულობა და ამ საქმიანობიდან გამომდინარე ყველა საჭირო სამუშაოს შესრულება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და დანერგილი სტანდარტების დაცვა. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა სხვა დავალების შესრულება. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. მის: კახეთი, ყვარელი, სოფელი სანავარდო. კომპანია უზრუნველყოფს კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.

განაცხადის გაგზავნა →