← ყველა ვაკანსია

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

ორკინი

„ორკინი საქართველო“ გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო მომსახურების ინდუსტრიაში ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი)"ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).ძირითადი მოვალეობები:ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება;ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე;ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა;დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე;სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა;მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან;დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან.სამუშაო გრაფიკი - სრული, სტანდარტული განაკვეთიადგილმდებარეობა - თბილისისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები);სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2 წლიანი გამოცდილება;შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ:ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;მოგწონს ტექნიკური/საველე სამუშაო; გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში;შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან;ხარ ფიზიკურად აქტიური;გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.რას გთავაზობთ ჩვენ?საწვავით უზრუნველყოფილი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი, სამუშაო მიზნებისთვის;კორპორატიული ნომერი;ჯანმრთელობის დაზღვევა;Fitpass;სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად;დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები;მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან;კარიერული განვითარება.ჩვენი დამკვეთები არიან:კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები; სასტუმროები, რესტორნები და კაფეები; საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები; კლინიკები; საცხოვრებელი კომპლექსები; საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ.რატომ ორკინი?მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება;კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს;მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში;ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად.განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებული - გქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო;საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა - გქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე;იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული;უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად;გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ;უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვის - სამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება;გქონდეს დროის შეგრძნება - მოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება;მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა;იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება;გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელ-ფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე.ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 18 41 42.

განაცხადის გაგზავნა →