ადმინისტრაციული მენეჯერი
არტ იდეა ჯგუფი
ვაკანსია: ადმინისტრაციული მენეჯერი
არქიტექტურული კომპანია "არტ-იდეა ჯგუფი" ეძებს ენერგიულ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც ერთდროულად იზრუნებს, ოფისის შეუფერხებელ მუშაობაზე და უზრუნველყოფს კომპანიის ხელმძღვანელის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
მოვალეობები:
** საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზების ფორმატირება, ამობეჭდვა, სკანირება და აკინძვა (დეტალების მკაცრი დაცვით).
** საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების ფიზიკურად მიტანა/წამოღება.
** კორესპონდენციის (ოფიციალური წერილების/მეილების) შედგენა, გაგზავნა და დაარქივება.
** საკურიერო სერვისებთან ურთიერთობა (გზავნილების გამზადება და კონტროლი).
** სტანდარტული ინვოისების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება (შაბლონის მიხედვით).
** არქიტექტორთა გუნდისგან ინფორმაციის შეგროვება და შესრულებული სამუშაოების მარტივი რეპორტების (ცხრილების) მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
** საოფისე მარაგების კონტროლი და შევსება (პრინტერის ქაღალდი, კარტრიჯები, საკანცელარიო ნივთები, ყავა/ჩაი, ჰიგიენური საშუალებები).
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ოფისში მოსული სტუმრების/კლიენტების დახვედრა.
** სამუშაო სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა (ზოგადი წესრიგის კონტროლი).
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** დოკუმენტებთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საოფისე ტექნიკასთან (პრინტერი, სკანერი, ამკინძავი აპარატი) მუშაობის საბაზისო უნარი.
ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული),
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე hr.artidea2015@gmail.com. მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული მენეჯერი.