← ყველა ვაკანსია

სოციალური მედია მენეჯერი

ოლპრინტჯი

სარეკლამო/მწარმოებელი კომპანია "ოლპრინტჯი" მრავალი წელია ქმნის უამრავ საინტერესო პროექტს სარეკლამო სფეროში იდეის "დამუშავებიდან" საბოლოო პროდუქტად ჩამოყალიბებამდე. გპირდებით ძალიან საინტერესო სამუშაოს, ძალიან კარგ კომპანიაში. შემოგვიერთდით სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სოც.მედია პლატფორმებისათვის კონტენტ კალენდრის შექმნა. ** შემუშავებული კალენდრის მიხედვით სოციალურ ქსელებში აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება. ** ფოტო/ვიდეო მასალის მომზადება/ განთავსება (წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად). ** სოციალური მედიის "ტენდენციების" კონტროლი და იდეების ინიცირება ბრენდის პოპულარიზებისათვის. საჭირო საკვალიფიკაციო უნარები: ** სოცმედია პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (პოსტის შექმნა, განთავსება და ა.შ) ** ფოტო/ვიდეო მასალის მომზადების ცოდნა. ** სამუშაო პროგრამების კარგად ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** კრეატიულობა. ** გამართული კომუნიკაციის უნარი. ** დროის მართვის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული (ოფისში და წარმოებაში დროის გატარება საქმის საჭიროებიდან გამომდინარე) ** სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მე-5-ე შესახვევი თუ თვლით რომ "სფერო თქვენია" გაქვთ ბევრი იდეა, როგორ შეიტანოთ წვლილი ჩვენი კომპანიის ბრენდის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ იმეილ მისამართზე hr.allprint@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე. კანდიდატის შერჩევა მოხდება სამ ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა თანდართული პორტფოლიოს მიხედვით. ** გასაუბრება ონლაინ. ** დავალება თემაზე "ჩემი თვალით დანახული, თქვენი კომპანია" (დავალების წარდგენის ფორმატი, თავისუფალი) დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ან შესრულებული ნამუშევრების ბმულები - lika@scifi.ge

განაცხადის გაგზავნა →