← ყველა ვაკანსია

საწყობის სპეციალისტი

ოტო მოტორსი

"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება. კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის სპეციალისტი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება) სამუშაო გრაფიკი - სრული (შესაძლებელია გრაფიკის არჩევა 09:00-18:00 ან 10:00-19:00 სთ) ანაზღაურება - 1300 ლარი სამუშაო ადგილი - დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28 უნარები: ** კომუნიკაბელურობა ** დაგეგმვის უნარი ** ენერგიულობა და სისხარტე ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების ოპერაციების შესრულება ** საწყობში მისაღები ტვირთისათვის შესაბამისი სივრცეების მომზადება ** შეკვეთის დამუშავება და დისტრიბუციაში გასაშვებად გამზადება ** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის საწყობში მოძიება და აგროვება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2026 წლის 7 ნოემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

განაცხადის გაგზავნა →