საწყობის თანამშრომელი
გოლდ პაკი
შპს "გოლდ პაკი" 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 1500-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქციით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** შემოსული შეკვეთების გამზადება, შესაბამისი ზედნადებების მიხედვით აგროვება და მანქანაში სწორად დატვირთვა.
** საწყობში შემოსული ტვირთების დროული აღწერა, აღრიცხვა და დასაწყობება;
** საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული აღმოჩენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
** საწყობში პროდუქციის მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-დან 17:00-მდე, ან ნახევარი განაკვეთი - 09:00-დან 13:00-მდე ან 13:00-დან 17:00-მდე;
** ანაზღაურება: სრული განაკვეთი - 1500 ლარი; ნახევარი განაკვეთი - 750 ლარი;
** ადგილმდებარეობა - თბილისი, ჭყონდიდლის 56.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com. გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.