← ყველა ვაკანსია

ბარისტა, მიმტანი, მზარეულის დამხმარე

Maizen

"Maizen" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1. ბარისტა მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება; ** ყავის აპარატთან და აღჭურვილობასთან მუშაობა; ** სტუმრებთან პროფესიონალური კომუნიკაცია; ** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ყავის მომზადების ტექნიკის ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. 2. მიმტანი მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება; ** შეკვეთების დროული მიღება და გადაცემა; ** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა; ** საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება; ** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 3. მზარეულის დამხმარე ძირითადი მოვალეობები: ** მზარეულის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში; ** პროდუქტების მომზადება და პირველადი დამუშავება; ** სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; ** მზარეულის მითითებების შესაბამისად კერძების მომზადების პროცესში დახმარება; ** პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა; ** სამზარეულოში წესრიგისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვაში მონაწილეობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მზარეულის დამხმარის ან სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** პროდუქტების პირველადი დამუშავების ტექნიკის ცოდნა; ** სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი; ** ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "მაიზენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

განაცხადის გაგზავნა →