ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტი
გეოგლობალ აკადემია · მარნეული
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი.
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიის საფინანსო, საბუღალტრო და შესყიდვების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
** აკადემიის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შედგენა, კორექტირება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
** საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა RS.ge-ზე;
** თანამშრომელთა შრომის/მომსახურების ანაზღაურების, საშემოსავლო და საპენსიო ვალდებულებების მართვა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და შესაბამის პორტალზე წარდგენის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია;
** აკადემიის აქტივებისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
** ხელშეკრულებების, ფინანსური ვალდებულებებისა და გადარიცხვების მონიტორინგი;
** ფინანსური მდგრადობის შეფასება, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
** ფინანსური ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დირექტორის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** RS.ge-ს პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: მარნეული, 26 მაისის ქ. №80.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
საკონტაქტო ნომერი: 597 959 278 თამარი.