← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

MKL Shipping · ბათუმი

ამერიკული ავტო-იმპორტიორი კომპანია "MKL Shipping" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. "MKL Shipping" 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი "MKL Shipping"-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება. ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან. 2025 წლიდან MKL-ის სერვისებს დაემატა სამხრეთ კორეიდან ტრანსპორტირება. ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული ლიდების დამუშავება და მონაცემთა ბაზების გენერირება; ** აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან (ცივი ზარები და შეხვედრები); ** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება; ** ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოიმპორტის სფეროში); ** ავტომობილების მოდელების საბაზისო ცოდნა; ** ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად); ** პირადი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად); ** პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომხმარებლის შემთხვევაში; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1000 ლარი ნეტ.; ** პროფესიული და კარიერული ზრდის მუდმივ მხარდაჭერას (მათ შორის პერმანენტულ ტრენინგებს); ** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: ბათუმი, ა. კაჭარავას ქ. #5 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე g.londaridze@mklshipping.ge-ზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →