მოლარე-ოპერატორი
Digital TV
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვის ცენტრის ოფისში მომხმარებელთა მომსახურება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, სალარო ოპერაციების განხორციელება
** საჭიროების შემთხვევაში საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
** ნაშთების კონტროლი, აბონენტებთან საკურიერო გზავნილების დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი, პროგრამულად ფოსტის პორტალზე ასახვა
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სერვისების შესახებ
** მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო გამოცდილება: სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ნოემბერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.