← ყველა ვაკანსია

შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი

ვოლტ მარკეტი

შემოგვიერთდი "Wolt Market"-ის გუნდში! გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის? თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში! ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი — დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს! სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი — 5 დღე კვირაში) ** 08:00-17:00 ** 11:00-20:00 ** 14:00-23:00 ** 17:00-02:00 ** 23:00-08:00 Wolt Market-ის ფილიალები: ** სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო) ** მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო) ** სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი) ** მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი) ** ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი) ** ბარათაშვილის ქუჩა (რიყე) რას გააკეთებთ ყოველდღიურად ** შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში ** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის ** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება ** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი ** მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობა ** მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ: ** ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული ** მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე ** ტექნოლოგიები არ გაშინებთ — პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას ** შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლებში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, მაქსიმუმ 40 სთ/კვირაში) ** სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო ** თავისუფლად ფლობთ ქართულ ენას; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ: ** სამედიცინო დაზღვევით ** ანაზღაურებადი შვებულებით — წელიწადში 24 დღე ** Wolt კრედიტების ქეშბექით ** სპორტული შეთავაზებებით ** კორპორატიული წვეულებებით ** განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით https://youtu.be/qbs4lMXyg-o?si=gjXgnKZRvJTf9PtK Beware of recruitment scams: DoorDash, Deliveroo, and Wolt will never ask you to pay money or share sensitive financial information during hiring — learn more about our legitimate recruiting process at Recruitment Scam Awareness - DoorDash დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: https://careers.wolt.com/en/jobs/4/7941973

განაცხადის გაგზავნა →