← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის მენეჯერი

სასტუმრო ამბასადორი · ბათუმი

ჩვენ შესახებ: სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მოქმედი ქართული ქსელური ბრენდი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მიმართულება: სასტუმრო / რესტორანი / სტუმარმასპინძლობის სფერო ადგილმდებარეობა: ბათუმი ვეძებთ კრეატიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ქსელის ბრენდის მარკეტინგულ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ახალი ობიექტის გახსნის სტრატეგიის შემუშავებასა და მის პოზიციონირებაში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ** წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების შედგენა; ** ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების განვითარება; ** რესტორნის მიმართულებით ახალი პროდუქტების, მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა; ** სასტუმროსა და რესტორნის სერვისების, შეთავაზებებისა და პროდუქტების ეფექტური მარკეტინგული წარმოჩენა; ** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება; ** ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება; ** სასტუმროსა და რესტორნის გაყიდვების ხელშემწყობი კამპანიებისა და სპეციალური შეთავაზებების შემუშავება; ** სეზონური, სადღესასწაულო და სპეციალური ღონისძიებების მარკეტინგული მხარდაჭერა და ორგანიზება; ** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** პარტნიორ კომპანიებთან, ინფლუენსერებთან, მედიასა და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობა; ** PR აქტივობების, მედია კომუნიკაციისა და ბრენდის რეპუტაციის მართვაში მონაწილეობა; ** სასტუმროსა და რესტორნის ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგი და განვითარება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების, PR-ის ან შესაბამის სფეროში; ** მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასტუმროს, რესტორნის, ტურიზმის ან Hospitality სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტების კარგი ცოდნა; ** Meta Ads / Google Ads-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი; ** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები; ** პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა; ** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში; ** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hrbatumi@ambassadori.com კანდიდატების პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის შერჩევის პროცესის დასრულებამდე, ხოლო დასაქმების შემთხვევაში — კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული ვადით. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში.

განაცხადის გაგზავნა →