← ყველა ვაკანსია

უფროსი აუდიტორი

MOORE

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე. აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდი აშშ დოლარს (http://www.moore-global.com). ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpas; ** მზარდი ანაზღაურება; ** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები; ** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი; ** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული; ** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან; ** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია; ** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას. ძირითადი ფუნქცია -მოვალეობები: ** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება; ** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება; ** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება; ** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; ** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება; ** პროფესიული ეთიკისა დაცვა; ** აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში; ** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი; ** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; ** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი; ** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა; ** კომპანიის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა; ** მინიმუმ 3 - წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე; ** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); ** ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი. პიროვნული თვისებები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში; ** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უფროსი აუდიტორი".

განაცხადის გაგზავნა →