← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

Drink Joy

"Drink Joy" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე. რას გააკეთებ: თანამშრომლების ადმინისტრირება: ** გააკონტროლებ თანამშრომლების სამუშაო განრიგს — მოსვლის, წასვლის, შესვენების, შვებულების, Day Off-ისა და გაცდენის აღრიცხვას; ** მიიღებ შვებულებისა და გაცდენის მოთხოვნებს, გააკონტროლებ შესაბამისი ფორმების შევსებას და თვის ბოლოს მოამზადებ თანამშრომლების აქტივობის რეპორტს; ** გააკონტროლებ თანამშრომლების ხელშეკრულებებსა და მათ ვადებს; ** ახალ თანამშრომლებს გააცნობ კომპანიის შინაგანაწესსა და ძირითად ადმინისტრაციულ პროცედურებს. ოფისის ადმინისტრირება: ** გააკონტროლებ ოფისისთვის საჭირო ყოველდღიური ნივთების მარაგს და უზრუნველყოფ მათ დროულ შეკვეთას; ** შეინახავ საოფისე შესყიდვებთან დაკავშირებულ ქვითრებსა და დოკუმენტაციას; ** ოფისში ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუკავშირდები შესაბამის პასუხისმგებელ პირს და გააკონტროლებ მის მოგვარებას. ვის ვეძებთ: ** ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც დეტალები არ ეპარება; ** Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნით; ** კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობის უნარით; ** წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია, შეგეძლოს ორგანიზებულად მუშაობა და ახალი სისტემების სწრაფად სწავლა. რას გთავაზობთ: ** ხელფასი: ₾800 ხელზე ასაღები ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ** ნათლად განსაზღვრული და სტრუქტურირებული სამუშაო; ** მზა ფორმები და შაბლონები ძირითადი ადმინისტრაციული პროცესებისთვის; ** ადმინისტრაციული მართვის პრაქტიკული გამოცდილება. ამ პოზიციის მთავარი ამოცანაა: თანამშრომლებთან და ოფისთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესები იყოს მოწესრიგებული და მნიშვნელოვანი ვადები — კონტროლის ქვეშ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: sales@drinkjoy.store.

განაცხადის გაგზავნა →