← ყველა ვაკანსია

ბარ-რესტორნის მენეჯერი

ლუდსახარში აფენი · ჭაბუკიანი

ლუდსახარში აფენი / Apeni Brewery ეძებს ბარ-რესტორნის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ლუდსახარშთან არსებულ ბარ-რესტორანს და ჩაერთვება მისი შემდგომი განვითარების პროცესში. ბარ-რესტორანში იგეგმება ინტერიერის, მენიუსა და მომსახურების პროცესების განახლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც ექნება როგორც ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვის უნარი, ასევე განვითარების ხედვა და გუნდის ორგანიზების გამოცდილება.

 სამუშაო ადგილი: სოფ. ჭაბუკიანი, ლაგოდეხის რ.-ნი.
 სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა;
 ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: ** ბარ-რესტორნის რეორგანიზაციისა და განვითარების გეგმაში მონაწილეობა; ** ყოველდღიური ოპერაციების მართვა; ** სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება; ** პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება; ** რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობა; ** საკვებისა და სასმლის მიმართულების ოპერაციული მართვა; ** სისუფთავის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების კონტროლი; ** შეფ-მზარეულთან მენიუს შეთანხმება და მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობა; ** საკვებისა და სასმლის მარაგების კონტროლი; ** შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის მონიტორინგი; ** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი; ** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები; ** მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების ცოდნა; ** შრომის უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა; ** დოკუმენტაციის წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@apeni.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარ-რესტორნის მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →