← ყველა ვაკანსია

ოპერატორი

ჯი თი კომპანი

შპს "ჯი თი კომპანი" ახდენს, სავენტილაციო დამხმარე მასალების იმპორტს უცხოეთიდან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიას ესაჭიროება ოპერატორი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის მიმართულებით; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** Excel-ის სრულყოფილად ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია ორის ბუღალტერია ან ორის მენეჯერი (არ არის აუცილებელი-ადგილზე შევასწავლით); ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; (rs.ge-დან ზედნადებების ჩამოტვირთვა საბუღალტრო პროგრამაში და ასევე საბუღალტრო პროგრამიდან rs.ge-ზე ატვირთვა. სალაროს და ტერმინალის ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში) ** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი; ** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი; ** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი; ** პერიოდულად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობა; ** უცხოურ მომწოდებლებთან შეკვეთების წარმოება. სამუშაო გრაფიკი/პირობები: ** სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა #1 (წერეთლის გამზირის კვეთა, მეტრო გოცირიძესთან ახლოს); ** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1500 ლარი, ზრდის პერსპექტივით; ** სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან 09:30-18:00 სთ). დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: GTcompany1@yahoo.com. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".

განაცხადის გაგზავნა →