← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი

სინტაქსი

IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge), რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი: დუბაის ბაზრის პროექტების ოპერაციების პროცესების სრული ციკლის მართვა. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 ** სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები ** სამუშაო ფორმატი: დისტანციური პროცესის მართვა საქართველოდან. მივლინება დუბაიში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. დამატებითი სარგებელი: ** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება; ** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გამოცხადებული ტენდერებისთვის კომპანიის რეგისტრაცია ტენდერების/supplier portals საიტზე და შემდგომი ონბორდინგის პროცესის მართვა; ** გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა; ** გამოცხადებული ტენდერების ყოველდღიური მონიტორინგი; ** კომპანიისთვის მნიშვნელოვანი/საინტერესო ტენდერების შესახებ გაყიდვების მენეჯერისთვის ინფორმაციის გაზიარება; ** საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ლიცენზიების განახლებების კალენდრის შექმნა და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდული მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის; ** ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა; ** არსებული კლიენტებისთვის უწყვეტი ლიცენზიების ჯაჭვის ჩამოყალიბება; ** გაყიდვების მენეჯერთან ერთად პროდუქტის მახასიათებლების შესახებ წინადადებების მომზადება და კლიენტთან გაზიარება; ** მწარმოებელთან/დისტრიბუტორთან კომუნიკაცია საუკეთესო ფასის მისაღებად; ** ინვოისების მომზადება და ბუღალტერიასთან შესაბამისი კომუნიკაცია; ** შესყიდვების დოკუმენტაციის შექმნა; ** დებიტორების მართვა და მათთან კომუნიკაცია - ლიცენზიების შეკვეთის, ჩართვის, გათიშვისა და დაპაუზების პროცესის მართვა; ** მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა/მიღება/დაარქივება; ** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენა - C1 დონე; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა; ** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →