← ყველა ვაკანსია

უმცროსი KA მენეჯერი

GDCC

Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას Junior KA Manager პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** ქსელებიდან შემოსული შეკვეთების კონტროლი — შეკვეთის სტატუსის, რაოდენობისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი, პროდუქციისა და ფასების გადამოწმება; ** სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, კატეგორიის მენეჯერებთან და ფილიალების თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** მიწოდების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების კონტროლი და დროული რეაგირება; ** ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტების მომზადება ქსელების მენეჯერისთვის; ** აქციებთან, ფასებთან და პროდუქციის ასორტიმენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლი და განახლება; ** მენეჯერის დავალებების შესრულება და მიმდინარე საკითხების ოპერატიულად მართვა. ** ქსელებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების კონტროლი და მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება. ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: ** უმაღლესი განათლება, (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც); ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე; ** ენერგიული და კომუნიკაბელური; ** მოტივირებული მიზნების მიღწევაზე. სამუშაო პირობები: გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ; დასვენება - შაბათი, კვირა; ანაზღაურება: 800-1200 ₾ (გამოცდილებიდან გამომდინარე); ჯანმრთელობის დაზღვევა; მობილური ტელ. ულიმიტო სასაუბრო პაკეტი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე, hr@gdcc.com.ge საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "Junior KA Manager".
 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.gdcc.ge

განაცხადის გაგზავნა →