← ყველა ვაკანსია

კონდიტერი

სასტუმრო ამბასადორი

სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ სასტუმროებში კონდიტერის პოზიციაზე. მოვალეობები:
 ** სხვადასხვა სახეობის დესერტების, ნამცხვრების, ფუნთუშებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის მომზადება. ** პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების დაცვა. ** რეცეპტების მიხედვით მუშაობა და ახალი დესერტების შექმნაში მონაწილეობა. ** ნედლეულის მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ინიცირება. ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ** სამუშაო ადგილის, აღჭურვილობისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა. ** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.

 მოთხოვნები:

 ** საკონდიტრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
 ** საკონდიტრო ტექნოლოგიების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@ambassadori.com გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →