← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

ბაბალე

სოციალური საწარმო "ბაბალე" ეძებს ადმინისტრატორს შოურუმის ყოველდღიური მუშაობისა და ადმინისტრაციული ამოცანების შესასრულებლად. ბაბალე ქმნის ხელნაკეთ სასაჩუქრე პროდუქციას და ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე პირების დასაქმებას. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე დიუმას ქ. 21.
 გრაფიკი: 11:00-20:00, კვირაში 5 დღე, დღეში 1 საათი შესვენებით.
 გამოსაცდელი ვადა: 3 თვე, ანაზღაურებადი, ადგილზე სწავლებითა და ბაბალეს გუნდის მხარდაჭერით.
 ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1, 100 ლარი ხელზე; წარმატებით დასრულების შემდეგ -1, 300 ლარი ხელზე და დამატებითი ბონუსი შოურუმის თვის გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული წესით. ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმის გახსნა და დახურვა, სივრცისა და პროდუქციის ექსპოზიციის მოწესრიგება; მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია დამტკიცებული ფასებისა და პირობების მიხედვით. ** სალაროსა და საბანკო ტერმინალთან მუშაობა, გადახდების მიღება და დღის ბოლოს მონაცემების შეჯერება. ** ადგილზე და ტელეფონით მიღებული სტანდარტული შეკვეთების აღრიცხვა; სხვა შეკვეთების ტექნიკური გაფორმება გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული პირობებით. ** პროდუქციისა და მასალების მიღება, გაცემა, დათვლა და მოძრაობის აღრიცხვა პროგრამაში; ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და დეფიციტის ან სხვაობის შეტყობინება ოპერაციული მენეჯერისთვის. ** შეკვეთების დაკომპლექტება, შეფუთვა და გადაცემა; სტანდარტული საკურიერო გაგზავნისა და დამტკიცებული შესყიდვების შესრულება. ** პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა; ვორქშოფების კალენდარში შეტანა, სივრცის მომზადება და გადახდის შემოწმება. ** პროგრამის ხელმძღვანელის გეგმით მონაწილეთა მხარდაჭერა შოურუმის პრაქტიკულ სამუშაოებში, სტაჟირებისა და დასაქმების ეტაპზე. ** ადმინისტრატორი მუშაობს ოპერაციული მენეჯერის ხელმძღვანელობით და თანამშრომლობს გაყიდვების მენეჯერთან. არასტანდარტულ მოთხოვნებსა და შეფერხებებს შესაბამის მენეჯერს გადასცემს. რას ველით კანდიდატისგან: ** ორგანიზებულობას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და კეთილგანწყობილ კომუნიკაციას. ** ქართული ენისა და კომპიუტერის, ელფოსტისა და ცხრილების გამოყენების ცოდნას; სწავლისა და გუნდთან თანამშრომლობის სურვილს. ** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების ან ადმინისტრირების გამოცდილება და საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა. სალაროსა და აღრიცხვის პროგრამის გამოყენებას ადგილზე შეისწავლით. როგორ გამოგვეხმაუროთ: რეზიუმე გამოგვიგზავნეთ babale@downsyndrome.ge-ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ "ვაკანსია ადმინისტრატორი".

განაცხადის გაგზავნა →