← ყველა ვაკანსია

მხატვარი

ბაბალე

სოციალური საწარმო "ბაბალე" ეძებს მხატვარს კერამიკული პროდუქციის მოსახატად. ჩვენ ვქმნით ხელნაკეთ სასაჩუქრე ნივთებს და ხელს ვუწყობთ დაუნის სინდრომის მქონე პირების დასაქმებას. თანამშრომლობის პირობები: ** თანამშრომლობა მომსახურების ხელშეკრულებით. ეს არ არის სრულგანაკვეთიანი სამუშაო. ** გრაფიკი თავისუფალია და თანხმდება ბაბალეში ხატვისთვის განსაზღვრული დროების გათვალისწინებით. ** დატვირთვა დამოკიდებულია შეკვეთებზე და შეიძლება იყოს სეზონური, პერიოდული ან რეგულარული, თავისუფალი გრაფიკის შენარჩუნებით. ** ანაზღაურება განისაზღვრება მოხატული პროდუქციის მიხედვით; ტარიფები თანხმდება წინასწარ. სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე დიუმას ქ. 21. რას მოიცავს სამუშაო: ** კერამიკული ნაწარმის მოხატვა შერჩეული ესკიზების მიხედვით - კონტურების დატანა, ფერების მომზადება და დაფერვა. ** ნამუშევრის ხარისხზე ზრუნვა და შეთანხმებული ვადების დაცვა. ** მასალებისა და ინსტრუმენტების მოვლა და სამუშაო ადგილის მოწესრიგება. ** ვორქშოფებში მონაწილეების დახმარება შესაძლებელია ცალკე შეთანხმების საფუძველზე. რას ველით კანდიდატისგან: ** ხატვის პრაქტიკულ გამოცდილებას და კერამიკის მოხატვის მასალებისა და ტექნიკების ცოდნას. ** აკურატულობას, პასუხისმგებლობას და გუნდთან თანამშრომლობის უნარს. ** ბაბალეს სოციალური მისიისადმი ინტერესსა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. ** სასურველია შესაბამისი სახელოვნებო განათლება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება. როგორ გამოგვეხმაუროთ: გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო ელფოსტაზე babale@downsyndrome.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ "მხატვარი".

განაცხადის გაგზავნა →