გაყიდვების ოპერატორი
Glass Work
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (კვირაში 5 დღე)
სამუშაო დრო: 09:00-18:00
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
** სასურველია იდენტურ ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (1C, Excel, Word, Outlook);
** პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
ძირითადი თანამდებობრივი ვალდებულებები:
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მისთვის სასურველ პროდუქციასთან დაკავშირებით;
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და ჩაბარების ვადების კონტროლი;
** წარმოებისთვის გადაცემული მასალა-ნედლეულის ნაშთების კონტროლი/აღრიცხვა/დოკუმენტირება/ჩამოწერა;
** შეკვეთების სტატუსის კომპანიის შიდა პროგრამაში გატარება.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.