← ყველა ვაკანსია

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

Greenbuild

დეველოპერული კომპანია "გრინბილდი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.; ** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი; ** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; ** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია; ** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; ** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; ** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; ** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით; ** აუცილებელია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. საჭირო უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@greenbuild.ge

განაცხადის გაგზავნა →