← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

Leonidas Georgia

"Leonidas Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39 სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 11:00-22:00 ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი ჩვენს შესახებ "Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. "Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი. შენი პასუხისმგებლობები იქნება: ** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა ** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება ** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა ** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი ** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც: ** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს ** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით ** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას ** არის დეტალებზე ორიენტირებული ** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით) ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად. თუ გსურს, გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com. სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.

განაცხადის გაგზავნა →