პერსონალური/აღმასრულებელი ასისტენტი
Nix Development
"Nix Development" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური/აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და ტექნოლოგიურად ძლიერ ადამიანს პერსონალური/აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიცია მოიცავს კალენდრისა და დავალებების მართვას, Google Drive-ის ორგანიზებას, მონაცემთა ბაზების წარმოებას, Monday.com-ისა და AI ინსტრუმენტების გამოყენებას, შეხვედრებისა და პროცესების კოორდინაციას, ინფორმაციის მოძიებასა და სტრუქტურირებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: დაახლოებით 1, 500 ლარი
კანდიდატისგან ველოდებით:
** ინგლისური ენის კარგ ცოდნას;
** ტექნოლოგიებთან თავისუფლად მუშაობის უნარს;
** მაღალ პასუხისმგებლობასა და ორგანიზებულობას;
** დეტალებზე ყურადღებას;
** სწრაფად სწავლის უნარს;
** ინიციატივიანობასა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარს.
განსაკუთრებული უპირატესობა იქნება ChatGPT-ის, Monday.com-ის ან სხვა თანამედროვე სამუშაო და AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე მოტივაცია — რატომ ხართ დაინტერესებული ამ პოზიციით და რატომ ფიქრობთ, რომ შეძლებთ ამ როლში ეფექტურად მუშაობას.
ელფოსტა: nikola0779@gmail.com