← ყველა ვაკანსია

სამშენებლო სამუშ. ხელმძღვანელი, ხარისხის კონტრ. სპეციალისტი

ტექნომალი

კომპანია "ტექნომალი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: 1) სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი (პრარაბი) სამუშაო მიმართულება: ლესვითი და ღებვითი სამუშაოები (მალიარკა) ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტზე მიმდინარე ლესვითი და ღებვითი სამუშაოების ორგანიზება და მართვა; ** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; ** ხელოსნების/სამუშაო ჯგუფის მართვა და დავალებების გადანაწილება; ** სამუშაოების ვადების კონტროლი; ** გამოყენებული მასალებისა და რესურსების კონტროლი; ** დამკვეთისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა; ** ობიექტზე სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დროული მოგვარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ლესვითი და ღებვითი სამუშაოების სპეციფიკის კარგი ცოდნა; ** სამუშაო ჯგუფის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 2) ხარისხის კონტროლის სპეციალისტი სამუშაო მიმართულება: ლესვითი და ღებვითი სამუშაოები (მალიარკა) ძირითადი მოვალეობები: ** შესრულებული ლესვითი და ღებვითი სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** სამუშაოების ტექნიკურ მოთხოვნებთან და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება; ** ზედაპირების მომზადების, ლესვისა და შეღებვის პროცესის კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოების დეფექტების გამოვლენა და მათი გამოსწორების კონტროლი; ** გამოყენებული მასალებისა და სამუშაო ტექნოლოგიის შესაბამისობის შემოწმება; ** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი; ** პრარაბთან და სამუშაო ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ლესვითი და ღებვითი სამუშაოების ტექნოლოგიის ცოდნა; ** ხარისხის სტანდარტების ცოდნა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@sandogroup.ge

განაცხადის გაგზავნა →