← ყველა ვაკანსია

პრისეილერი

ფეთვერსი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ფეთვერსი" წარმოადგენს Farmina, M-Pets, Hermos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში. პირობები: ** სამუშაო საათები: 10:00-18:30 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** ანაზღაურება - შეთანხმებით ** კომპანია უზრუნველყოფს საწვავს ** გამოსაცდელი ვადა 3 თვე ** 3 თვის შემდეგ დაზღვევის ჩართვა აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** სავალდებულოა გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** სავალდებულოა პირადი ავტომობილის ყოლა ** სასურველია FMCG / დისტრიბუციის / pet პროდუქციის სფეროში გამოცდილება. პიროვნული უნარები და თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების განვითარების უნარი; ** შედეგზე და გაყიდვების მიზნებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ძირითადი მოვალეობები: ** არსებული ქსელის მართვა; ** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ** მერჩენდაიზინგის კონტროლი; ** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პოკეტში მუშაობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე contact@petverse.ge ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →