კონტენტ კრეატორი / ვიდეოგრაფი
ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი · თბილისი
საპროექტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის / ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის საქმიანობის, მიმდინარე და დასრულებული პროექტების, ობიექტებზე ვიზიტებისა და სამუშაო პროცესის ვიდეო-კონტენტის, ვლოგებისა და სარეკლამო მასალების შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები:მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ვიდეოების/ვლოგების გადაღება;ობიექტებზე და სამუშაო პროცესში პერიოდული გადაღებები;Instagram Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა ფორმატებისთვის ვიდეოების შექმნა;კომპანიის სარეკლამო და საიმიჯო ვიდეოების მომზადება;გადაღებული მასალის მონტაჟი და დამუშავება;ვიდეოების სცენარისა და კრეატიული იდეების შემუშავებაში მონაწილეობა;კომპანიის საქმიანობის საინტერესოდ და პროფესიონალურად წარმოჩენა სოციალურ მედიაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა;
კარგი ვიზუალური ხედვა და კადრის შეგრძნება;
სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების ცოდნა;
კრეატიულობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
Premiere Pro, CapCut, DaVinci Resolve ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პორტფოლიოს წარმოდგენა სასურველია.სამუშაო პირობები: მოქნილი სამუშაო გრაფიკი; სამუშაო ძირითადად დაგეგმილი გადაღებებისა და კონკრეტული დავალებების მიხედვით;
პერიოდულად საჭიროა ოფისში და საპროექტო/სამშენებლო ობიექტებზე გადაღება.
შესაძლებელია სტუდენტთან თანამშრომლობაც.