კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)
სანდომი · თბილისი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)
ძირითადი მოვალეობები:
FMCG (სწრაფად მოხმარებადი კვების პროდუქტების) სექტორში B2B და კორპორატიული კლიენტების (ქსელური ობიექტები, მსხვილი კომპანიები, სადისტრიბუციო/საბითუმო პარტნიორები) მოზიდვა და მართვა;არსებულ კორპორატიულ პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის შენარჩუნება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა;პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება, კომერციული წინადადებების შემუშავება და მოლაპარაკებების წარმართვა;გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმის შესრულება, პროგნოზირება და მუდმივი მონიტორინგი;FMCG ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და ფასწარმოქმნის ანალიზი;პროდუქციის ასორტიმენტის სწორი როტაციისა და ობიექტებზე წარმოდგენადობის (მერჩენდაიზინგის სტანდარტების) კონტროლი;შეკვეთების მიღების, მიწოდებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვა;დებიტორული დავალიანებების მართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება FMCG სექტორში, B2B ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (სასურველია კვების პროდუქტების სფეროში);FMCG ბაზრისა და სადისტრიბუციო ქსელების სპეციფიკის კარგი ცოდნა;ეფექტური მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და დარწმუნების მაღალი უნარი;ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობისა და გაყიდვების დაგეგმვის უნარი;შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;B კატეგორიის მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილებით);საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისიოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთი)ანაზღაურება: შეთანხმებითავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანიაგანაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: sandomicareer@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".