← ყველა ვაკანსია

რეგისტრატორი / მეორე ცვლა

თოდუას კლინიკა · თბილისი

თოდუას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მუდმივად ვითარდება და პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისებს სთავაზობს. თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე დიღმისა და ვერის ფილიალებში, მეორე ცვლის სამუშაო გრაფიკით. ძირითადი მოვალეობები: პაციენტის საჭიროებების გამოვლენა და მათი იდენტიფიცირება;შიდა პროგრამებსა ან/და სხვა სამედიცინო პორტალებზე პაციენტის მონაცემების ატვირთვა და რეგისტრაცია, კანონითა და შიდა სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად;ანგარიშფაქტურების მომზადება დაფინანსებების მოსაპოვებლად და ამასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს;ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;საოფისე პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა;რეგისტრატორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები და ლოკაცია: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00-დან 21:00 საათამდე. სამუშაო ადგილები: დიღმის ფილიალი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №21 ვერის ფილიალი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. №10 დამატებითი სარგებელი: Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება;FitPass;ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qkAvx6ae

განაცხადის გაგზავნა →