სამშენებლო პროექტის მენეჯერი
გრინბილდი · თბილისი
დეველოპერული კომპანია „გრინბილდი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.;ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება;შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;აუცილებელია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
საჭირო უნარები:
გუნდური მუშაობის უნარი;კარგი კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;მოლაპარაკების წარმოების უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@greenbuild.ge