← ყველა ვაკანსია

მომსახურე პერსონალი

კინოთეატრების ქსელი კავეა

კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლი-ში, დ. აღმაშენებლის #213-ში ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე. პოზიციის მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება. ** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება. ** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით. დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით. რატომ ჩვენთან: ** განვითარების შესაძლებლობა ** უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის ** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მომსახურე პერსონალი". შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →