დამხმარე კონსულტანტი
სამი ძმა
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: კედიას ქ.3, ხიზანიშვილის ქ.8;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1200 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (მზარდია);
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება ;
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია 15-20 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი;
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 18 ნოემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge, ან დარეკეთ 032 204 70 07 ! გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დამხმარე კონსულტანტი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!