ავეჯის მღებავი
აიკო
"აიკო" არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის და მეტალის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.
კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მღებავის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ერისთავის 1;
** განაკვეთი: სრული;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** დასვენების დღე: კვირა;
** სახელფასო ანაზღაურება: გამომუშავებით (მინიმალური ანაზღაურება 4000 ლარი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** საპროექტო ჯგუფისგან პროექტის განხილვა - გადმობარება;
** საწარმოო უბნიდან შესაღები დეტალების მიღება-შემოწმება;
** საწყობიდან საჭირო სახარჯი მასალების მოთხოვნა;
** სამღებროს ჯგუფის წევრებისთვის დავალებების გადანაწილება-კონტროლი:
** ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების კალკულაცია;
** დასრულებული პროექტის გადაბარება შემდგომი უბნისთვის;
** აუცილებელი სახარჯი მასალის რაოდენობების კონტროლი;
მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე აუცილებელია;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.ugrekhelidze@aiko.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავეჯის მღებავი.
ან დაგვიკავშირდეთ: 579100070; 577903311