← ყველა ვაკანსია

1C ERP Standard 3.0 - მოდულების შემსწავლელი ონლაინ კურსი

OneSoft

1C ERP Standard 3.0 — მოდულების შემსწავლელი ონლაინ კურსი რეგისტრაცია ოქტომბრის ჯგუფში | კურსის დაწყების თარიღი: 16 ოქტომბერი "OneSoft" — 1C-ის ოფიციალური ფრანჩაიზი საქართველოში — აცხადებს რეგისტრაციას ERP Standard 3.0-ის შემსწავლელ პრაქტიკულ ონლაინ კურსზე. ERP Standard 3.0 არის 1C-ის ქართულ საკანონმდებლო და ბუღალტრულ მოთხოვნებზე ადაპტირებული კონფიგურაცია. კურსი გადის სისტემის ყველა მოდულს იმ თანმიმდევრობით, როგორც მონაცემები რეალურად მოძრაობს კომპანიაში: შესყიდვიდან საწყობში, საწყობიდან გაყიდვასა და წარმოებაში, შემდეგ ფულში, ხელფასებში და ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში. კურსი მიმდინარეობს ონლაინ შეხვედრები ტარდება Google Meet-ში. მონაწილეობა შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი. ვისთვის არის კურსი: ** ბუღალტრები და ფინანსისტები ** საწყობის, შესყიდვების, გაყიდვებისა და წარმოების მენეჯერები ** კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებსაც სისტემის სრული სურათი სჭირდებათ ** ERP სისტემების დანერგვით დაინტერესებული სპეციალისტები წინაპირობა: საბუღალტრო აღრიცხვის ან ბიზნეს-პროცესების საბაზისო ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება. 1C-ის წინასწარი ცოდნა არ მოითხოვება. კურსის პროგრამა: ** მოდულების ზოგადი მიმოხილვა და ადმინისტრირება ** შესყიდვები და საწყობი, ინვენტარიზაცია ** გაყიდვები და CRM, ფასები და პრაის-ლისტი ** წარმოება, თვითღირებულების ფორმირება, სერვისი ** ფული: სალარო, საბანკო ანგარიშები, ანგარიშსწორებები ** ბანკთან ინტეგრაცია, კრედიტები, ვალუტები ** ხელფასები და საკადრო ოპერაციები ** ძირითადი საშუალებები და ამორტიზაცია ** ფინანსური ანგარიშგება — ბალანსი, მოგება-ზარალი ** ბუღალტრული მოდული და RS.GE-სთან ინტეგრაცია კურსის ჩატარების დრო: ** დაწყება: 16 ოქტომბერი, პარასკევი, 19:00 ** დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ** დრო: 19:00-21:00 ** ხანგრძლივობა: 24 აკადემიური საათი (12 შეხვედრა) მსმენელი მიიღებს: ** სასწავლო დემო-ბაზას და სავარჯიშოების ფაილებს ** დამოუკიდებელ სავარჯიშოებს ტრენერის შემოწმებით ** ყველა შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ** კონსულტაციას კურსის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ** კურსის სერტიფიკატს დასკვნითი ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ** სარეკომენდაციო წერილს წარმატებით გავლის შემთხვევაში კურსს უძღვებიან 1C-ის დანერგვისა და მხარდაჭერის 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე სპეციალისტები. ღირებულება: სტანდარტული ფასი — 450 ლარი აქცია: პირველი 10 დარეგისტრირებული მონაწილისთვის — 300 ლარი რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScyr2YgTla7g28wlZC4RQPlgq2IJHMShHuOgxXYTvvcXIF6ww/viewform რეგისტრაციის შემდეგ კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ.ფოსტაზე მიიღებთ: შეხვედრების განრიგს, შესასვლელ ბმულს და ანგარიშსწორების დეტალებს. კონტაქტი: ტელ: +995 322 23 83 89 ელფოსტა: info@1soft.ge ვებგვერდი: http://1soft.ge/

განაცხადის გაგზავნა →