← ყველა ვაკანსია

საიტ მენეჯერი

IPS Facade

"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი. "IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს საიტ მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი; ** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ვადების კონტროლი; ** სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან; ** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია; ** სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და კონტროლი; ** სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ** პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან, დამკვეთთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი; ** წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა; ** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვისა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა; ** პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება- აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი; ** უპირატესობა მიენიჭება ვენტილირებადი ფასადის მიმართულებით ობიექტების მართვაში მუშაობის გამოცდილებას სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@ips.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადის გაგზავნა →