← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

მედიგრუპ ჯორჯია · გორი, ხაშური, ქარელი, კასპი

ფარმაცევტული კომპანია "შპს მედიგრუპ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე შიდა ქართლის რეგიონში (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი) სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური ვიზიტების ჩატარება ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან; ** კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა; ** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი; ** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** რუსული ენის კარგად ცოდნა; ** კომპიუტერის ცოდნა; ** გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე. უნარები და შესაძლებლობები: ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პრეზენტაციის კარგი უნარი; ** ორგანიზატორული ნიჭი; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა; ** პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა; ** არაკონფლიქტურობა; ** ავტომანქანის მართვის მოწმობა (სასურველია). ხელფასი შეთანხმებით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: officemedigroup@gmail.com კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →