← ყველა ვაკანსია

ორგანიზაციის დირექტორი

SABUKO

"საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო"-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე. "საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" შესახებ: "საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს. ორგანიზაციის მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა. "საბუკო" წარმოადგენს BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, ადგილობრივ პარტნიორს. ზოგადი წარდგენა: "საბუკოს" გამგეობა ეძებს შესაბამის კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციას, უხელმძღვანელებს მის მუშაობას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მართვის/ზედამხედველობის გზით. დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი/ანგარიშვალდებულია "საბუკოს" გამგეობის წინაშე, ეკისრება სტრატეგიული და სამოქმედო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ორგანიზაციის და თანამშრომლების საქმიანობის მაღალი ხარისხი, ფინანსური კეთილდღეობა, ძლიერი და მზარდი პროგრამები ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად. სამუშაო მოვალეობები: ** ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების, გამგეობის, გარე კონსულტანტების და სერვისების ხელშეწყობით; ** ორგანიზაციის სამუშაოს და პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა; ** თანამშრომლებისა და პარტნიორების ხელმძღვანელობა `საბუკოს` პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების წარმატებით განხორციელების მიზნით; ** ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის განვითარების ხელმძღვანელობა და მისი განხორციელების კონტროლი; ** პროგრამების ინიცირება, ზედამხედველობა და შეფასება, `საბუკოს` სტრატეგიის და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად; ** ახალი ურთიერთობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შექმნა/გაძლიერება, `საბუკოს` მისიის მხარდაჭერისათვის; ** ბიუჯეტის რეგულარული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) მიმოხილვის კოორდინაცია და მართვა, პერიოდული ფინანსური პროგნოზების მიმოხილვა; ** ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების ყველა მოთხოვნებთან; ** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება; ** დონორებისა და გამგეობისათვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება; ** ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის გამგეობასთან, ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტების შედგენა/წარდგენის ჩათვლით; ** ფართო აუდიტორიისათვის "საბუკოს" და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** "საბუკოს" პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით; ** ფონდების მოძიებისა და შემოსავლების გაზრდის სტრატეგიების მეთვალყურეობა/ხელშეწყობა; ** "საბუკოს" წევრობის გაფართოების ხელშეწყობა; ** ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მინ. მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით; ** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიაში, ან სამთავრობო სტრუქტურაში; ** ორგანიზაციის მართვის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** ფინანსების მართვის გამოცდილება; ** ფონდების მოძიების გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. სასურველია: ** მოხალისეთა მოზიდვისა და ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვის გამოცდილება; ** ორგანიზაციაში წევრების მოზიდვის გამოცდილება; ** მჭიდრო ურთიერთობები აკადემიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ბიზნესებთან. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული; ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ლიდერობის და პერსონალის მართვის უნარები; ** გუნდური მოთამაშე, რომელსაც აქვს სხვათა მოსაზრებებისა და წვლილის მოძიებისა და გამოყენების უნარი; ** ეფექტიანი პარტნიორობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი, დიპლომატიის და თანამშრომლობითი მიდგომით პრობლემების გადაჭრის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა. სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში, აუცილებლად მიუთითეთ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sabukoboard@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: "საბუკოს დირექტორის ვაკანსია". საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი. შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →