← ყველა ვაკანსია

ინგლისური ენის მასწავლებელი

რუსთავის აზოტი · რუსთავი

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით. სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე. ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო ძირითადი მოვალეობები: ** სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით, პრაქტიკული და მასზე მორგებული 6-თვიანი სასწავლო პროგრამების შემუშავება; ** სწავლების პროცესში სიმულაციების, როლური თამაშების, გუნდური აქტივობებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება და გამოყენება; ** მონაწილეების რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სიტუაციების მოდელირება; ** ყოველდღიურ და სამუშაო კომუნიკაციაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ფრაზებისა და ლექსიკის სწავლება; ** სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული რესურსების მომზადება; ** მონაწილეების პროგრესის პერიოდული შეფასება და პროგრამის საჭიროებისამებრ ადაპტირება. ** მენეჯმენტისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** ინგლისური ენის C1/C2 დონეზე ცოდნა; ** ზრდასრულთა სწავლების გამოცდილება; ** სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება; ** პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენების გამოცდილება; ** განსხვავებული კულტურისა და ენობრივი გამოცდილების მქონე ჯგუფებთან მუშაობის უნარი (სასურველია); ** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ** კრეატიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. პროგრამის მიზანი და სამუშაო ფორმატი პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა განივითარონ ყოველდღიურ და სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ენობრივი უნარები და შეძლონ შესაბამისი ენის გამოყენება რეალურ სიტუაციებში - დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად და პრაქტიკულად. სამუშაო ფორმატი: 6-თვიანი პროგრამა, ფიზიკური სწავლება კომპანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 20-25 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. სწავლების შინაარსი და ტემპი უნდა იყოს მორგებული მონაწილეთა ენობრივ დონესა და პრაქტიკულ საჭიროებებზე. განაცხადის წარდგენა: ** გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com ** ელ-ფოსტის Subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ** განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი ** გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →