იურისტი
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს იურისტის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორაციის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კორპორაციისა და მისი შვილობილი საწარმოებისათვის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება;
** კორპორაციის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კორპორაციის მიერ განსახორციელებელი ბიზნესის მხარდამჭერი აქტივობების სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება;
** კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
** კორპორაციის საქმიანობის ფარგლებში დასადები ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების, მემორანდუმის პროექტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კორპორაციის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე მესამე პირებთან (მათ შორის, მოქალაქეებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან) ურთიერთობებში;
** კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) მომზადება;
** საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) - იურიდიული მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კორპორაციული მართვისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების კომპეტენცია;
** კორპორაციული სამართლის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარების უნარი;
** საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი;
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი;
გისურვებთ წარმატებას!