ანალიტიკური სამმართვ. მეორადი სტრუქტ. ერთეულის ხელმძღვანელი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
სსიპ - "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური" აცხადებს ღია კონკურსს ანალიტიკური სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი.
** ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) ძალიან კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის (SPSS, Excel add-in - Analysis ToolPak) და ანალიზის შედეგების ვიზუალიზაციის (MS Visio) პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** სხვადასხვა ელექტრონული წყაროებით ინფორმაციის მოძიების და მოპოვებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა და საქმიანობაში გამოყენების გამოცდილება (სასურველია);
** საერთაშორისო ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
** კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობა და შესაბამისი სერთიფიკატის ფლობა (სასურველია).
სავალდებულოა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო - 6400 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება წარმოებს პორტალზე - https://vacancy.hr.gov.ge 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.
სხვა, დამატებითი სავალდებულო მოთხოვნების გასაცნობად და კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარმოსადგენად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103351