უსაფრთხოების თანამშრომელი
დაცვის კომპანია ნაია
თუ ეძებთ სამსახურს ან გსურთ უსაფრთხოების სფეროში
გამოცდილების მიღება - მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა
დაცვის კომპანია "ნაია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი და შემოგარენი
სამუშაო მიმართულებები: სასტუმრო, ოპერატიული მიმართულება, "თეგეტა მოტორსი"
გრაფიკი: 1. 24 საათი ცვლა ყოველ მესამე დღეს
12-საათიანი გრაფიკი - 2 დღე დილის ცვლა/ 2 საღამოს ცვლა / 4 დღე დასვენება
გასაუბრების მისამართი: დარიალის შესახვევი 12, სადარბაზო 1, სართული 2
გასაუბრებაზე მობრძანდით ყოველდღე შაბათ - კვირის გარდა 11: 00 - 13: 00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების პერიოდული მონიტორინგი და წესრიგის მუდმივი კონტროლი;
** უსაფრთხოების შესაძლო რისკ-ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებისა და ქონების დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე და/ან დაცვის/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ოპერატიულ პოზიციაზე სასურველია ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ქალაქში
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი და დაკვირვებულობა;
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია სტუმრებთან.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ყოველთვიური ხელფასი: 950-1300 ლარი + ბონუსით
** სტაბილური და დროული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და უნიფორმით უზრუნველყოფა, სასტუმროში - ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
** მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
განაცხადის წარდგენის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართებზე: kh.kopadze@naia.ge | mariam.vakhania@naia.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უსაფრთხოების თანამშრომელი".
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 591 447 414, +995 533 33 19 35 ან მოგვწერეთ შეტყობინება სიტყვებით: "უსაფრთხოების თანამშრომელი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ნაია"-ს ადმინისტრაციამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!