← ყველა ვაკანსია

საქმეთა მწარმოებელი

ელემენტ კონსტრაქშენი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. "ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ec.ge "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი მოვალეობები: ** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი; ** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით. ** მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა; ** მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით; ** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი; ** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; ** საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS office) ** MS Project, Auto Cad, Archi Cad - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი - სრული; ** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** FitPass; ** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →