ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ლიდერ კრედიტი
"სს მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალსა და 400-მდე თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული.
სამუშაოს აღწერილობა:
** შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შემოსული ზარების გადამისამართება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** უცხო ენების (რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საფინანსო მიმართულებით ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** კეთილგანწყობილი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 5 ნოემბერი
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ბმული: https://leadercredit.selfrecruit.ge/s/wHDDx